სამართალი
ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სინქრონიზაციის სამუშაო შეხვედრა დასრულდა

   საქართველო, 31 მარტი, საქინფორმი. სამდღიანი სემინარი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჩხაიძემ დახურა.  სემინარის დასკვნით ღონისძიებაზე სინდიკატების ხელმძღვანელებმა სამუშაო პროცესი შეაფასეს და შემაჯამებელი პრეზენტაციები წარმოადგინეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სინქრონიზაციის სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავდა ახალ სტრატეგიულ მიმართულებებზე საერთო მიდგომის მიღწევას, საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაციას და დუბლირებული ძალისხმევის თავიდან აცილებას.

„შეხვედრების ფარგლებში იმ მიმართულებების განსაზღვრაც მოხდა, რომლებიც დამატებით მხარდაჭერასა და რესურსების გაუმჯობესებული მენეჯმენტის უზრუნველყოფას საჭიროებენ“, - განაცხადეს სამინისტროში.