საზოგადოება
პრეზიდენტის არჩევის წესი და ბლოკების შექმნის აკრძალვა - ოპოზიცია მმართველი გუნდის ინიციატივებს აკრიტიკებს

   საქართველო, 30 მარტი, საქინფორმი. საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით არასამთავრობოების რეკომენდაციების უმეტესობას საპარლამენტო უმრავლესობა არ იზიარებს.

შემოთავაზებული საარჩევნო სისტემა არის ცალსახად წინ გადადგმული ნაბიჯი. გაუნაწილებელი მანდატების ან მცირედი უპირატესობის მიცემა პირველ ადგილზე გასული პარტიისთვის არის სისტემის სტაბილურობის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანი, ხოლო ბლოკების შეზღუდვა არის იმისთვის, რომ განვითარდეს პარტიული სისტემა“, - განმარტავს ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი.

უმცირესობისთვის მიუღებელია ცვლილება, რომელიც საპარლამენტო არჩევნებისთვის ბლოკების გაუქმებას და ამომრჩეველთა ხმების ახლებურად გადანაწილების მოდელს ეხება.

„ძალაუფლება არის თავმოყრილი ისედაც ივანიშვილის ხელში, ამ ფონზე კიდევ გაუქმება პრეზიდენტის ინსტიტუტის დაასუსტებს ქართულ დემოკრატიას“, -აცხადებს ოთარ კახიძე.