საქართველო, 29 მარტი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურებს უმასპინძლა. შეხვედრის მთავარი თემა სუამ-ის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავება და ორგანიზაციის პოტენციალის გამოყენება იყო.
შეხვედრისას აღინიშნა, რომ სუამ-ის წევრი სამი სახელმწიფო - საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ეკონომიკური მიმართულებით წარმატებით თანამშრომლობს ევროკავშირთან და უნდა მოხდეს სუამ-ის ინტეგრაცია ევროკავშირთან.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს "აბრეშუმის გზის" სატრანზიტო პოტენციალის გამოყენებისა და ინიციატივაში - "ერთი სარტყელი - ერთი გზა" ჩართულ ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედება მიულოცა.
"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არ ჩამოგრჩეთ", - მიმართა პეტრო პოროშენკომ გიორგი კვირიკაშვილს.