საზოგადოება
საქართველო კიდევ უფრო ევროპული ქვეყანა გახდა - ირაკლი კობახიძემ მოსახლეობას უვიზო მიმოსვლა მიულოცა

   საქართველო, 29 მარტი, საქინფორმი. ევროპასთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძემ საქართველოს მოსახლეობას ვიზალიბერალიზაციის მინიჭება მიულოცა.

"საქართველოს მოსახლეობას ვულოცავ ისტორიულ დღეს, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ძალაში შესვლას. ჩვენმა ხალხმა უკვე მრავალჯერ დაადასტურა თავისუფლებისა და დემოკრატიული პრინციპების ერთგულება და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა საერთო ევროპულ ოჯახში ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად. საქართველო კიდევ უფრო ევროპული ქვეყანა გახდა, რაც ჩვენი ხალხის ერთსულოვნების, შრომისა და მოთმინების შედეგია. საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით, თანმიმდევრული, მიზანმიმართული, ქმედითი პოლიტიკით შესაძლებელი გახდა ამ პრაქტიკული და სიმბოლური შედეგის მიღწევა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ შრომატევად საქმეში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.