პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი რუსების შესახებ – „ერი, რომელსაც არანაირი სიმართლე და მორალური უფლება არ გააჩნდა, ჩვენ გვსჯიდა!”

   საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი კამპანიის - „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში რეგიონში შეხვედრებს აგრძელებს. 24 მარტს გიორგი მარგველაშვილი გორში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრობო სექტორს შეხვდა.

მანამდე ის უნივერსიტეტში კითხვა-პასუხის რეჟიმში ესაუბრა სტუდენტებს. შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციის საერთო-სახალხო განხილვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„როგორ უნდა იყოს მოწყობილი ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო სისტემა, როგორ უნდა იყოს მოწყობილი ჩვენი თანაცხოვრება. ყველა კუთხეში საქართველოში ეს საკითხი განსაკუთრებულად ისმის, მაგრამ ალბათ განსაკუთრებული ელფერი ამ თემას გორში აქვს. ერი, რომელსაც არანაირი სიმართლე არ გააჩნდა, არანაირი მორალური უფლება არ გააჩნდა, ჩვენ გვსჯიდა იმისთვის, რომ ჩვენ, როგორც ერმა, როგორც სახელმწიფომ, ვთქვით, რომ ჩვენ ვართ თავისუფალი“, - განაცხადა სტალინის სამშბლოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა.