სამართალი
პრეზიდენტის ოთხჯერ ნასამართლევ ცოლისძმას ბოლოს 17–წლიანი პატიმრობა მიესაჯა განზრახ ჯგუფური მკვლელობის მცდელობისათვის, თუმცა, მარგველაშვილმა ის შეიწყალა

   საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

„პრეზიდენტ მარგველაშვილის შვილი ანა მარგველაშვილი საუბრობდა, რომ ხელისუფლებამ მისი ოჯახის დევნა დაიწყო. პრეზიდენტმა და მისმა ოჯახმა უნდა იცოდნენ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. არ შეიძლება უბრალო მოქალაქეები ციხეში იჯდნენ და პრეზიდენტთან დაახლოებული პირები კი ხელშეუხებლობით სარგებლობდნენ.

ავიღოთ თუნდაც მარგველაშვილის ცოლისძმა მიხეილ მგალობლიშვილი, რომელსაც 17 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი და პრეზიდენტმა მარგველაშვილმა 2014 წელს შეწყალების წესით გაათავისუფლა.

პრეზიდენტ მარგველაშვილის მეუღლის მაკა ჩიჩუას ძმა მიხეილ მგალობლიშვილი სამჯერ არის ნასამართლევი. პირველად ის 2008 წელს იქნა დაკავებული ნარკოტიკების მოხმარებისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის. მას ორი წლით მიესაჯა პატიმრობა და ორიც პირობითი და სამიათას ლარიანი ჯარიმა. ამნისტიის შეხების შემდეგ მან საპატიმრო 9 თვეში დატოვა. თუმცა, 2009 წელს ის ისევ ნარკოტიკის მოხმარებისთვის იქნა დაკავებული. სულ ბოლოს ის 2011 წლის მაისში იქნა დაკავებული და ჯგუფური და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის იქნა გასამართლებული და 17 წელი მიესაჯა.

2017 წელს პრეზიდენტის ცოლის ძმა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის მიეცა პასუხისგებაში და აქაც დაიწყო საუბარი პრეზიდენტის ოჯახის დევნაზე.

ბატონო პრეზიდენტო, თქვენს გარშემო თუ კრიმინალებია, ეს თქვენი სირცხვილია და არა სამართალდამცავების...", - წერს მჟავანაძე.