პოლიტიკა
„განა ეს ნორმალურია?! როცა პრეზიდენტი პირდაპირ ავალებს პარლამენტს, რა უნდა ჩაიწეროს კანონში?! ეს ინსტიტუციის უპატივცემულობაა!“

   საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. ეკა ბესელია გიორგი აბაშიშვილის განცხადებებს მიუღებელს და გაუმართლებელს უწოდებს.

ჩვენ ვხედავთ სრულიად უპატივცემულო და საოცრად ულოგიკო განცხადებებს პრეზიდენტის წარმომადგენლების მხრიდან. ვგულისხმობ ამ შემთხვევაში ადმინისტრაციის განცხადებას. რეალურად ჩვენ პრეზიდენტი გვეუბნება და პირდაპირ გვავალებს, რა ჩავწეროთ კანონში, რაც არის საპარლამენტო საქმიანობაში სრულიად გაუმართლებელი ჩარევა! და უკიდურესი უპატივცემუობა ინსტიტუციისადმი! კანონების წერა ჩვენი პრეროგატივაა და არა პრეზიდენტის!“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დეპუტატი განმარტავს, რომ ვეტოს დაძლევა იყო ერთგვარი პასუხი გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც პრეზიდენტი პოლიტიკური ნიშნით იღებს.

„ეს სამი ვეტო და ეს ფორმა პარლამენტთან, როდესაც პირდაპირ ეუბნები, რა უნდა ჩაწერო კანონში, ნორმალურად მიგაჩნიათ? მართლა გულწრფელად ვსვამ ამ კითხვას, ეს ნორმალური პოლიტიკური პროცესია? ჩვენ, პარლამენტარებს უნდა დაგვიწეროს პრეზიდენტმა კანონი? ან რატომ უნდა გვითხრას პრეზიდენტმა, რომ ერთ თვეში უნდა დავწეროთ და არა, მაგალითად, სამ თვეში. მე ეს კითხვები დავსვი პრეზიდენტის წარმომადგენელთან და მან ვერცერთ კითხვაზე პასუხი ვერ ან არ გასცა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.