პოლიტიკა
საქართველო ერთგულია თავისი მიზნისა, ააშენოს ევროპული ქვეყანა, ევროპული დემოკრატიითა და ევროპული ინსტიტუტებით – პრემიერი კვირიკაშვილი

   საქართველო, 23 მარტი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნორდიკულ-ბალტიური (NB8) რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებთან და ვიცე-სპიკერებთან შეხვედრისას განაცხადა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკანასკნელი წლების მიღწევები, მათ შორის, პროგრესი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიმართულებით, რისთვისაც განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ ევროკავშირის იმ წევრ ქვეყნებს, რომლებიც საქართველოს უმნიშვნელოვანეს მიღწევებს მხარს უჭერენ. ჩვენ ვმუშაობთ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციაზე, რაც საქართველოს უდიდესი პრიორიტეტია. ძალიან მოხარულნი ვართ, რომ ახლა სკანდინავიური და ბალტიისპირეთის სახელმწიფოების წარმომადგენლებმა თავი მოიყარეს საქართველოში ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდასაჭერად“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

სკანდინავიურ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებმა საქართველოს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება მიულოცეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა.