სამართალი
გიორგი მღებრიშვილმა, მესაზღვრის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, ნატოში საქართველოს მეკავშირე ოფიცერი დააჯილდოვა

   საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. ბრიუსელში სამუშო ვიზიტით მყოფი შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ნატოში საქართველოს მისიას ეწვია.

შს მინისტრმა, მესაზღვრის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, ნატოს საზღვაო ძალების სარდლობაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი და მეკავშირე ოფიცერი, კაპიტან-ლეიტენანტი პაპუნა დავითაია მედლით „განსაკუთრებული დამსახურებისა და გაწეული ღვაწლისთვის“ დააჯილდოვა.

პაპუნა დავითაია საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტში 2009 წლიდან მუშაობს. 2014 წლიდან იგი ნატოს საზღვაო ძალების სარდლობაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი და მეკავშირე ოფიცერია. პაპუნა დავითაია დიდ ბრიტანეთში, ნორთვუდში მსახურობს.