საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი: თქვენ ხართ მეოთხე ხელისუფლება, რომელსაც ყოველთვის დავეხმარები ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში თავისი როლის შესრულებაში

   საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. გუშინ, 21 მარტს, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მედიის წარმომადგენლებს ქართული ჟურნალისტიკის დღე მიულოცა და სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების გზაზე მედიის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. 

„დღეს ჟურნალისტების პროფესიული დღეა. თქვენ ხართ რეალურად მეოთხე ხელისუფლება ქართულ პოლიტიკურ რეალობაში და, როგორც მოქალაქე, როგორც პრეზიდენტი და ქვეყნის მეთაური, რომლის ერთ–ერთი მოვალეობაც ამ ქვეყანაში ძალთა ბალანსის უზრუნველყოფაა, ვაღიარებ თქვენს მნიშვნელობას - იმას, რომ თქვენ ხართ მეოთხე ხელისუფლება და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ მუდმივად დაგეხმარებით გაძლიერებასა და იმ როლში, რომელიც თქვენ უნდა ითამაშოთ ამ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.