სამართალი
შსს-მ სამეგრელოში მომხდარი ყაჩაღობის და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავა

   საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა .. და .. ყაჩაღობის, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

ბრალდებულები მარტვილის რაიონის სოფელ ნაგვაზაოში ყაჩაღურად თავს დაესხნენ .-სა და .-ს სახლს, ფული და ოქროს სამკაულები გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ერთ-ერთი ქალბატონი - მ.ჩ. შემთხვევის დროს ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ პ.დ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა და გადაჭრილი სანადირო თოფი, ე.წ „აბრეზი“ ამოიღო. რ.მ-ს პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია 9,0012 გრამი ნარკოტიკული საშუალება მეტადონი.