პოლიტიკა
იკვეთება თუ არა ბათუმში განვითარებულ მოვლენებში სისხლის სამართლის დანაშაული, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი - პატარაძე

   საქართველო, 17 მარტი, საქინფორმი. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის თქმით, გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. მისივე განცხადებით, ნათელია, რომ პროცესები მართული იყო.

ეს ვანდალური აქტი დაგეგმეს ადამიანებმა, ვისაც არ უყვარს სამშობლო, ვისაც არ უყვარს თავისი ხალხი, ვისაც არ უნდა თავისი ქვეყნის და რეგიონის განვითარება. ეს ძალიან ცუდი პროცესია და ფაქტია, რომ აქ არიან ჩართული პოლიტიკური ძალებიც“, - აცხადებს პატარაძე.

ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გუშინ გაგრძელდა მერაბ ღოღობერიძის დაკითხვა. წინა დღით ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო პოლიციის შენობიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს.