სამართალი
ელისო კილაძის უწინ ორჯერ ნასამართლევ შვილს 8–დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

   საქართველო, 16 მარტი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტრო ელისო კილაძის შვილის დავით ხარშილაძის დაკავების შესახებ საგანგებო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ფიზიკური დაზიანებები, რომლებიც დაკავებულს აღენიშნებოდა, მას დაკავებამდე ჰქონდა მიყენებული.

კანონის თანახმად, დაკავებულს თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში შეყვანისას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ მას შუბლის მარცხენა მხარეს ჰქონდა ოდნავი სიწითლე, ასევე, სიწითლე მაჯებზერგოლის სახით, რაც ხელბორკილებისგან იყო მიყენებული. .- შუბლზეორ ადგილას და ფეხის ტერფზეერთ ადგილას აღენიშნებოდა ძველი, დაკავებამდე მიყენებული დაზიანების კვალი. ზემოთ ხსენებულის გარდა, დაკავებულს იზოლატორში შეყვანის დროს არცერთი სხვა სახის დაზიანება არ აღენიშნებოდა.

დაკავებული პირის შემოწმებისას ასევე დადგინდა, რომ .. 2009 წელს ორჯერ იყო პასუხისგებაში მიცემული სსკ- 177- მუხლის მეორე ნაწილით (ქურდობა) და სსკ- 273- მუხლით (პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება).

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს“, - ნათქვამია, კერძოდ, შსს-ს განცხადებაში.