აქტუალური
რუსული ავიაკომპანია თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში პირდაპირ რეისებს განახორციელებს

   საქართველო, 16 მარტი, საქინფორმი. 2017 წლის ივნისიდან რუსული ავიაკომპანია “ნორდავია” სანკტ-პეტერბურგიდან თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში პირდაპირი რეისების განხორციელებას გეგმავს.

თბილისის მიმართულებით ფრენა კვირაში ორჯერ - ორშაბათსა და პარასკევს, ხოლო ბათუმში ყოველ შაბათს შესრულდება. ავიაკომპანია ფრენას “ბოინგ 737-500” ტიპის ავიახომალდით განხორციელებს.