საზოგადოება
“რუსთავი 2”-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება სტრასბურგის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდება

   საქართველო, 15 მარტი, საქინფორმი. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძე ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადების შესახებ “რუსთავი 2”-ის საკითხზე ჯერ არ სმენია. რაც შეეხება “რუსთავი 2”-ის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვას, ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა.

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი კი აცხადებს,  რომ “რუსთავი 2”-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება მანამდე იქნება შეჩერებული, სანამ სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ, აგრეთვე, სცადა იმ ფრაზის განმარტება, რომელიც ბათუმის მოვლენების შეფასებებისას გამოიყენა, რომ თუ კარგად გადავხედავთ განცხადებებს, აშკარად მივხვდებით, ვის ინტერესში შედიოდა, მომხდარიყო დაპირისპირება ერთნიკურ ნიადაგზე.

მე რა განცხადებაც გავაკეთე, მე მგონი, ცხადად იყო იქ ხაზგასმული კონკრეტული პიროვნებების განცხადებები და თუ შეგიძლიათ, ამიხსნათ, რას ნიშნავს თათარი, სათათრეთი? ვის უწოდებდნენ ამ სიტყვას ის კონკრეტული ადამიანები, აჭარის მოსახლეობას?“, - აღნიშნა კალაძემ, რომელიც არ ადასტურებს, რომ ხსენებული ფრაზის ავტორი პოლიციის უფროსია.

„ამას იძახდა გაურკვეველი ადამიანების ჯგუფები, სხვათაშორის, ზოგიერთი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც“, - განაცხადა მან.