პოლიტიკა
როგორც არ უნდა ეცადონ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები არეულობის დაბრუნებას ქვეყანაში, ეს აღარასოდეს მოხდება - "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო"

   საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

ვგმობთ 11 და 12 მარტს ბათუმში მომხდარ ვანდალურ ქმედებებს, რომლითაც აქციის მონაწილე აგრესიულმა ჯგუფებმა დაზიანება მიაყენეს მშვიდობიან მოქალაქეებს, პოლიციელებს, ასევე სახელმწიფო და კერძო საკუთრებას.

მთავრობა არსებულ ვითარებას მიუდგა მაღალი პასუხისმგებლობით, თავიდან აიცილა ვითარების გამწვავება და გამოიყენა პროპორციული ზომა, რის შედეგადაც ბათუმში პოლიციამ რამდენიმე საათში აღკვეთა ძალადობა და აღადგინა საზოგადოებრივი წესრიგი.

მოძალადეთა ჯგუფი დაკავებულია. სამართალდამცავები აგრძელებენ მუშაობას და კანონის სრული სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი ყველამ, ვინც ჩართული იყო ამ ძალადობაში. ასევე, უნდა დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხიც, ვინც პოლიტიკური მიზნებისთვის სცადა გამოეყენებინა, ორგანიზება გაუწია ან ხელი შეუწყო მიმდინარე მოვლენებს.

როგორც არ უნდა ეცადონ საქართველოს მტრები და “ნაციონალური მოძრაობის” რადიკალურად განწყობილი ლიდერები არეულობის დაბრუნებას ჩვენს ქვეყანაში, ეს აღარასდროს მოხდება“.