საზოგადოება
უნდა ჩატარდეს გამოძიება ორგანიზებასა და პოტენციურ შემსრულებლებთან დაკავშირებით - გიორგი აბაშიშვილი

   საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი.  პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ბათუმში ორი დღის წინ განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ აფასებს და სრულყოფილი გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს.

„ვიხილეთ ძალიან სამწუხარო ფაქტები და ვფიქრობ, ამ პერიოდში პოლიციის მოქმედება იყო მაქსიმალურად პროპორციული და იმ პოლიციელების მოქმედების შედეგად, რომლებზეც უშუალოდ ხდებოდა თავდასხმა, ჩვენ თავიდან ავიცილეთ მნიშვნელოვანი დაზიანებები. მნიშვნელოვანია, რომ ჩატარდეს სრულფასოვანი მოკვლევა, სრულფასოვანი გამოძიება შესაძლო ორგანიზებასა და  პოტენციურ შემსრულებლებთან დაკავშირებით და ყველა დაისაჯოს უმკაცრესად“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.