სამართალი
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ 243 000 ლარის მითვისების ბრალდებით ორი პირი დააკავა

   საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. 2017 წლის 12 მარტს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ “დელტას“ მიერ დაფუძნებული შპს სამშენებლო კომპანია „მშენებელი 2011“-ის საფინანსო განყოფილების უფროსი .. და ამავე კომპანიის არქიტექტორ-დიზაინერი .. დააკავა, რომლებსაც ბრალად შპს-სკუთვნილი 243 000 ლარის ოდენობის თანხის მითვისება ედებათ.

2015-2016 წლებში ა.ბ. ბ.ე-ს პირად სახელფასო ბარათზე პერიოდულად რიცხავდა სხვადასხვა ოდენობის თანხებს და ხდებოდა ამ თანხების მითვისება.

აღნიშნული დანაშაული 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.