პუბლიკაციები
“ქართული ოცნება” იმკის იმას, რაც დათესა - რატომ გვმოძღვრავენ “გამოსოროსებულები” ტელეეკრანებიდან („საქართველო და მსოფლიო“)

   საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა _ .. ციანიდისსაქმემ, ტელეკომპანიარუსთავი 2”ის სასამართლო პროცესმადა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ეუთოს მოქმედითავმჯდომარის, სებასტიან კურცის განცხადებამ საქართველოშიახლო აღმოსავლელი ლტოლვილების მისაღები ცენტრებისგახსნის შესახებ ნათლად წარმოაჩინა:

1. გრძელდება შეტევა მართლმადიდებლობასა და საპატრიარქოზე _ ქართველი ხალხის თვითმყოფადობის შემანარჩუნებელ უკანასკნელ ბურჯზე; ცდილობენ, ამ მაღალი სანდოობის მქონე ინსტიტუციას რეპუტაცია შეულახონ და ხალხს რწმენა დაუკარგონ. რა თქმა უნდა, თვით ეკლესიაშიც არის პრობლემები _ ერთმანეთს უპირისპირდებიან მაღალი იერარქიის სასულიერო პირები, მაგრამ პროცესებზე საქართველოში მოქმედი და მის გარეთ არსებული ანტიქართული და ანტიმართლმადიდებლური ძალების გავლენაც შესამჩნევია;

2. უზენაესი სასამართლოს მიერ “რუსთავი 2”-ის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების დროებით შეჩერება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ უპრეცედენტოა, თუმცა აქვს თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები: საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა და პიარსამსახურების არაკომპეტენტურობა. ამასთანავე, სახელისუფლო სტრუქტურებში ძალიან ბევრია სისხლიანი რეჟიმის, “ნაციონალური მოძრაობის”, მოქმედი თუ ყოფილი, ამჟამად კი “ქართულ ოცნებაში” გადაბარგებული წევრი, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციებში სახელს უტეხენ საქართველოს. სწორედ ნაციონალების მიერ წარდგენილმა კადრმა სტრასბურგის სასამართლოში, იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ამჟამად ძებნილი ზურაბ ადეიშვილის მოადგილემ შეუწყო ხელი ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში “რუსთავი 2”-ის საქმის გახმაურებას და მასზე არაადეკვატური გადაწყვეტილების მიღებას.

აღსანიშნავია, რომ სანამ გირგვლიანების თითქმის მთელი ოჯახი არ დაიღუპა და “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ნაწამები სულხან მოლაშვილი სიკვდილის პირას არ მივიდა, მათ მიერ რამდენიმე წლის წინათ შეტანილ საჩივრებზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება არ გამოუტანია. ახლა კი რამდენიმე წუთში მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვერდიქტის შეჩერების შესახებ, ამასთანავე, დააკმაყოფილა შს ყოფილი მინისტრის _ ვანომერაბიშვილის მოთხოვნები. ამ ყველაფრის უკან კი სწორედ ნაციონალი მოსამართლე, სააკაშვილის ჯალათი რეჟიმის წარმომადგენელი დგას. ეს ყველაფერი არის “ქართული ოცნების” მხრიდან სამართლიანობის აღდგენაზე თვალის დახუჭვის, ე.წ. კოაბიტაციის, აგრეთვე, არაკომპეტენტური კადრების შერჩევისშედეგი, ანუ “ქართული ოცნება” იმკის იმას, რაც დათესა;

3. საქართველოს ხელისუფლების სათავეში მყოფი პირველი პირების მხრიდან დუმილი ეუთოს თავმჯდომარის, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრ სებასტიან კურცის განცხადებაზე, საქართველოში შეიძლება ახლო აღმოსავლელი მიგრანტების მიმღები ცენტრები განთავსდესო, ნიშნავს, რომ ქვეყანას, რომელშიც 300 ათასამდე დევნილია, ხელისუფლება არ ჰყავს; რომ ამჟამინდელ ხელისუფლებას, რომელსაც საპროტესტო ნოტები უნდა გაეგზავნა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისთვის, მაგრამ ამის ნაცვლად დუმს, ფეხებზე ჰკიდია ქვეყნის ბედი. ასე იმიტომ ხდება, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება გაძეძგილია ყოველივე ქართულისა და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ მებრძოლი სოროსის ფონდისა თუ სხვა ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე, “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრებით. თუმცა რაზე შეიძლება ლაპარაკი, როცა თვითონ ბიძინა ივანიშვილის მიერ პრეზიდენტად დასმული გიორგი მარგველაშვილი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ავნოს ქართულ სახელმწიფოს.

ხელისუფლების სათავეში ასეთი ადამიანების მოყვანის გამოა დღეს საქართველო ასეთ დუხჭირ დღეში, მაგრამ სწორედ ეს გამოსოროსებულები სხედან დღეს “რუსთავი 2”-ის ეთერში და გვმოძღვრავენ, როგორ ვიცხოვროთ, ჩვენ, ნორმალურმა ადამიანებმა. ეს პროცესები დაიწყო ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში, როდესაც “მოქალაქეთა კავშირის” ხელშეწყობით საქართველოში პირველი ე.წ. არასამთავრობო, სინამდვილეში _ დასავლეთის ინტერესების გამტარებელი ანტიქართული ორგანიზაციები შეიქმნა.

სწორედ ამაზე მიუთითებდა ცნობილი ქართველი პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია თავის 15 წლისწინანდელ და არაერთ მომდევნო ინტერვიუში, რომლებშიც გამოთქმული პროგნოზები ზედმიწევნით ახდა და დღესაც აქტუალურია:

“ხელისუფლების საკადრო პოლიტიკის არსი არის პოლიტიკურარენაზე გაუნათლებელი, გამყიდველი, არაეროვნულადმოაზროვნე, მექრთამე ადამიანების გამოყვანა. თანაცუმეტესობას, თუ ამჩნევთ, ან რაიმე ფიზიკური თუ ფსიქიკურინაკლი გააჩნია, ან არაქართული წარმოშობისაა, ანარანორმალური მიდრეკილებების მატარებელია. ასეთი ხალხიადვილი სამართავია. მეტიც, ხელისუფლება სამართლიანადაადარწმუნებული, რომ არც ერთი მათგანი ქართველობისდასაცავად ხმას არ აიმაღლებს. ერის ფიზიკური და სულიერიმოსპობისთვის სწორედ ასეთი ხალხია საჭირო” (გაზეთი “ფარტაზის სამრეკლო” #1, ოქტომბერი, 2002 წ.).

დიახ, სწორედ ფსიქიკური ნაკლისა და არანორმალური მიდრეკილების მქონე პირებით გაავსეს ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები და ფონდები ჩვენმა დასავლელმა “მეგობრებმა”, რათა ადვილად ემართათ თავიანთი ინტერესების გასატარებლად, შემდეგ კი ეს ადამიანები, ლგბტ-პირების, ქალებისა თუ ცხოველების უფლებების დამცველები, რომლებმაც ანტიქართული საქმიანობის გამოცდილება შეიძინეს, სახელისუფლო სავარძლებში წამოასკუპეს.

* ნიშანდობლივია ე.წ. მსოფლიო ფილანტროპის _ მილიარდერი ჯორჯ სოროსის მიმართვა “თავისუფლების ინსტიტუტისა” და არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი, რომელშიც მოუწოდებს, სიფხიზლე გამოიჩინონ ადგილობრივი მცხოვრებლების მისწრაფების მიმართ, იყვნენ თავიანთი მიწის ბატონ-პატრონები, რადგან სწორედ ასეთ შემთხვევაში იჩენსო ფაშიზმი თავს(?).

აი რას ამბობდა ამ საკითხზე ალექსანდრე ჭაჭია გაზეთ “ასავალ-დასავალისთვის” მიცემულ ინტერვიუში:

“ახლახან ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნდა ჯორჯ სოროსისმიმართვა, რომელიც მან “თავისუფლების ინსტიტუტს” და სხვამისდამი დაქვემდებარებულ არასამთავრობო ორგანიზაციებსგაუგზავნა. მიმართვაში სხვა საზიზღრობებთან ერთად წერია: “იყავით ფხიზლად... ფაშიზმი სწორედ იქ იჩენს თავს, სადაცჯეროვან შეფასებას ვერ ვაძლევთ ადგილობრივი მოსახლეობისმისწრაფებას _ იყვნენ თავიანთი მიწის ბატონ-პატრონები”. მაშასადამე, ქართველები, ჯორჯ სოროსის აზრით, ფაშისტებადგადაიქცევიან, თუ საკუთარი მიწის პატრონად იგრძნობენ თავს! დაიწყო უფროსი თაობის სოციალური და მორალურიდამცირების პროცესი. უფროს თაობას ლაფს ასხამდნენ “კომუნისტური წარსულისთვის”, “ცუდი რუსების” მხარეზე “კარგი გერმანელების” წინააღმდეგ ომში მონაწილეობისთვის, ცხოვრების “არაცივილიზებული” წესისთვის და ა.შ. მაგრამაღმოჩნდა, რომ ქართველთა საშუალო თაობას გაუჭირდასაკუთარი მამების ლანძღვა-გინება, მათი უარყოფა, მითუმეტეს, რომ ამ მამებმა შვილების არც ისეთი ცუდი ბავშვობაუზრუნველყვეს, განათლება მიაღებინეს და არც მთლადჩამორჩენილი ქვეყანა დაუტოვეს, უფრო მეტიც, საშუალო თაობა (35 წლის ზევით) აღიზარდა და განათლება მიიღო მანამ, სანამ ამპროცესში სოროსი, ლომაია, ჭიაბერაშვილი, ბერძენიშვილი დასხვა უაღრესად “სიმპათიური” ვაჟკაცები ჩაერივნენ. ამიტომსათანადო ინსტანციებმა გადაწყვიტეს ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სამეურნეო ცხოვრებიდან ამ საშუალო თაობისამოგდება, საზოგადოების ფუნქციონირების ყველა სფეროდანმისი განდევნა, რათა წაართვან მას მომდევნო თაობისჩამოყალიბებაზე გავლენის შესაძლებლობა. დამეთანხმებით, რომ ძნელია, საკუთარი შვილებისთვისაც კი გახდეავტორიტეტი, თუ უმუშევარი ხარ, არანაირი სოციალურისტატუსი არ გაგაჩნია და ოჯახის შენახვა არ შეგიძლია, ასეთპირობებში ადამიანი საკუთარ თავსაც კი არ სცემს პატივს, რომარაფერი ვთქვათ პატივისცემაზე სხვა ადამიანების, თუნდაც, ახლობლების მხრიდან... სწორედ ამიტომ ხელმძღვანელთანამდებობებზე ინიშნებიან 22-26 წლის ახალგაზრდები, რომლებიც “წმენდნენ” მათდამი დაქვემდებარებულსტრუქტურებს უფროსი თაობის წარმომადგენლებისგან. ყველაზე სასაცილოა, რომ ისინი ამას აკეთებენ ყოფილიმუშაკების “არაპროფესიონალიზმის” საბაბით, ხოლოგათავისუფლებულ ადგილებზე დანიშნულ თავიანთთანაკლასელებს, ეზოს ძმაკაცებს წარმოგვიდგენენ, როგორც “გამოცდილ პროფესიონალებს”. ჭეშმარიტად, ვუნდერკინდებითმდიდარია სოროსისეული ორგანიზაციები!” (გაზეთი “ასავალ-დასავალი”, 2004 წლის სექტემბერი).

მაღალ სახელისუფლო პოსტებზე დანიშვნა სოროსის ორგანიზაციების სკოლაგამოვლილი 22-26 წლის ახალგაზრდებისა საჭირო იყო იმისთვის, რომ 40 წელს გადაცილებული ადამიანები, რომლებსაც ქვეყნის აშენების სათანადო კომპეტენცია და გამოცდილება ჰქონდათ, მაგრამ უარს ამბობდნენ ქვეყნის ნგრევაში მონაწილეობაზე, სამსახურებიდან გაეყარათ და საბოლოოდ “ჩაერეცხათ”.

აქ აღსანიშნავია ერთი მომენტი: საქართველოს ხელისუფლების პატრონებს _ ამერიკელებს, თავიანთ ქვეყანაში მაღალი სახელისუფლო პოსტზე არასოდეს დაუნიშნავთ 20-26 წლის ცხვირმოუხოცავი ღლაპები. ამერიკულ მედიაშიც არავინ ანდობს ახალგაზრდა, გამოუცდელ ჟურნალისტს პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებზე წერას ან გადაცემის წაყვანას. მაგალითად, სახელგანთქმული ჟურნალისტი ლარი კინგი 84 წლისაა, ოპრა უინფრი _ 63-ის.

ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტის, 71 წლის დონალდტრამპის, მთავრობაში კი ყველაზე ახალგაზრდაა შრომის მინისტრი, 48 წლის ალექსანდრე აკოსტა.

* უაღესად მწვავედ აფასებს ალექსანდრე ჭაჭია საქართველოს პოლიტიკურ სპექტრს. მწვავედ ლაპარაკობს, აგრეთვე, საზოგადოების ფართო ფენების დეგრადაციაზე, უღირსებო ხელისუფლების მონურ მორჩილებაზე დასავლეთის მიმართ.

“რაც შეეხება სააკაშვილისა და მისი გუნდის წასვლასპოლიტიკიდან, რომელსაც ბევრი ელის, ამას პრინციპულსაკითხად არ ვთვლი, კოლონიური ქვეყნისთვის არ აქვსმნიშვნელობა, კონკრეტულად ვინ იკავებს პრეზიდენტისსავარძელს. საქართველოში არ არიან დამოუკიდებელიპოლიტიკური სუბიექტები (პარტიები, მოძრაობები, ლიდერები), პოლიტიკური სპექტრი მხარს დაუჭერს მათ, ვისზეც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ცენტრალურისადაზვერვო სამმართველოს კურატორები მიუთითებენ. დამოუკიდებელი პოლიტიკური პროცესები თანამედროვესაქართველოში ნაკლებად მოსალოდნელია. პოლიტიკურიძალები ანგაჟირებული, დისკრედიტებული, უავტორიტეტოა. ერის ფართო მასები იზოლირებულნი არიან პოლიტიკურიცხოვრებისგან, ფიზიკურ გადარჩენაზე ზრუნავენ, საინფორმაციო ვაკუუმში იმყოფებიან. ის, რასაც ჩვენსაზოგადოებას ვეძახით, დღეს უნებისყოფო, ღირსებისგრძნობისგან დაცლილ, დეგრადირებულ კონგლომერატსწარმოადგენს. ღირსეული, ეროვნულად და პატრიოტულადმოაზროვნე საზოგადოება აიტანდა ასეთ სამარცხვინოპოლიტიკურ ელიტას _ ფიზიკურად და მორალურად მახინჯთაუჯიშო ჯგუფს? აიტანდა სიტუაციას, როდესაც ხელისუფლებისთითქმის მთელი შემადგენლობა _ უცხო ქვეყნების (აშშ, ინგლისი, ისრაელი, რუსეთი) მოქალაქეები არიან? ღირსეულისაზოგადოება იცეკვებდა მოედანზე იმ დროს, როდესაც ჯარიდამარცხებულია, ტერიტორიები _ დაბომბილი, ასობითახალგაზრდა დაიღუპა და ათასობით ადამიანი უსახლკაროდდარჩა? “რუსთავი 2”-ის ფანტასტიკურ ტყუილს აიტანდა?” (გაზეთი “ალია”, 2008 წლის დეკემბერი).

ახლაც ისეთივე ვითარებაა საქართველოში, როგორიც 10 წლის წინათ იყო _ წავიდა სააკაშვილის რეჟიმი, მაგრამ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა არც პოლიტიკისა და არც სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში, რადგან საქართველო კვლავ რჩება ამერიკის კოლონიად, რომლის ხელისუფლებამ, ბუნებით ვასალმა და მარიონეტმა, რომელსაც ღირსება არ აქვს, მხოლოდ სიუზერენის მითითებები უნდა შეასრულოს საკუთარი ქვეყნის საზიანოდ. განა ღირსების მქონე ხელისუფლება დაუშვებდა ქართველი ხალხის ჯალათი სააკაშვილისა და მისი “ნაციონალური მოძრაობის” კვლავ პარპაშს ქვეყანაში? განა ღირსების მქონე ხელისუფლება აიტანდა აშშ-ის ელჩის მითითებებს, ვინ დაინიშნოს ამა თუ იმ მინისტრად? განა ღირსების მქონე ხელისუფლება არ გააპროტესტებდა ეუთოს თავმჯდომარის თავხედურ განზრახვას საქართველოში ახლო აღმოსავლელი ლტოლვილების დასახლებაზე? განა ღირსების მქონე ხელისუფლება დაუშვებდა, რომ დასავლეთიდან მართულ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციაში გამობრძმედილი კადრები კვლავ სატელევიზიო ეთერში ისხდნენ და თვალში ნაცარს აყრიდნენ მოსახლეობას?

თუმცა ჰყავს კი საქართველოს ხელისუფლება? - საკითხავი აი ეს არის.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ
გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“