საზოგადოება
პროკურატურას სამართლებრივი დევნის დასაწყებად მამა გიორგი მამალაძესთან მიმართებაში ჰქონდა საფუძველი - საპატრიარქოს იურისტი

   საქართველო, 10 მარტი, საქინფორმი. საპატრიარქოს იურისტი, ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურის მიერ გასაჯაროებულ მტკიცებულებებზე ლაპარაკობს. ედიშერ ქარჩავა არ გამორიცხავს, რომ ბრიფინგზე წარმოდგენილი მასალა დაკავებული დეკანოზის ბრალის დამტკიცებისთვის საკმარისი იყოს.

მისივე თქმით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში ორჯერ დაკითხეს კათოლიკოს–პატრიარქის მდივან–რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი, რომელიც კატეგორიულად უარყოფს, რომ ციანიდის შეძენა მისი დავალებით მოხდა.

პროკურატურას სამართლებრივი დევნის დასაწყებად მამა გიორგი მამალაძესთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, იმ აუდიო-ვიდეო ჩანაწერიდან უკვე ჰქონდა საფუძველი. მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლომ უნდა დაადგინოს, არის თუ არა დამნაშავე ამ მტკიცებულებების საფუძველზე მამა გიორგი მამალაძე.

ქალბატონ შორენას არც განცხადებით მიუმართავს, არც მამა გიორგის მიმართ რაიმე სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა მისი ინიციატივით, პირიქით, მისთვის პროკურატურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე იქნა დაზარალებულის სტატუსი მინიჭებული", - განაცხადა ქარჩავამ.