საზოგადოება
"თანამშრომლობის პრობლემა, რომელიც არსებობდა ეროვნულ ბანკსა და მთავრობას შორის, უკვე აღმოფხვრილია" - არჩილ თალაკვაძე

   საქართველო, 10 მარტი, საქინფორმი.  პარლამენტში გუშინ ეროვნული ბანკის შესახებ ცვლილებებს განიხილავდნენ. მთავრობის მიერ მომზადებული ინიციატივის მიხედვით, ეროვნულ ბანკს საზედამხედველო ფუნქციას უბრუნებენ.

„თანამშრომლობის პრობლემა, რომელიც არსებობდა ეროვნულ ბანკსა და მთავრობას შორის, უკვე აღმოფხვრილია და დღეს არის ნორმალური თანამშრომლობის რეჟიმი, რომელიც სჭირდება ქვეყანას… და მეორე - საკითხი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში განიხილება უკვე ძალიან დიდი ხანია, პრაქტიკულად, სამართლებრივ ჩიხშია შესული და საჭიროა სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღება, რომ ამან ფისკალურ და ეკონომიკურ სფეროში რაიმე შეფერხებები არ გამოიწვიოს“, - განაცხადა “ქართული ოცნების” წევრმა არჩილ თალაკვაძემ.