უცხოეთი
„რუსეთიდან – სიყვარულით“ – ნიუ იორკში 8 მარტი თაიმს–სკვერში რუსული ტრადიციების მიხედვით აღნიშნეს

  საქართველო, 9 მარტი, საქინფორმი. 8 მარტის საერთაშორისო აღნიშვნა რუსული ტრადიციებით ნიუ იორკში თაიმს სკვერში გაიმართა. სამშაბათს დილით ცნობილი მოედნის განათებულ ეკრანებზე გამოჩნდა რუსეთის რუქა და ლოზუნგი: „რუსეთიდან – სიყვარულით“.

მოხალისეები ქალებს ყვავილებს ჩუქნიდნენ და დღესასწაულს ულოცავდნენ. აქციის გამართვა ნიუ იორკში მცხოვრებმა რამდენიმე რუსმა გადაწყვიტა, რის შესახებაც სოციალურ ქსელში გაავრცელა ცნობა და მხარდაჭერაც მიიღო.