საზოგადოება
ამიერიდან ამ საქმეს ჰქვია "რუსთავი 2", ესე იგი, "ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს წინააღმდეგ - მამუკა მდინარაძე

   საქართველო, 9 მარტი, საქინფორმი. ამ განცხადებით გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

„აქამდე ამ საქმეს ერქვა ქიბარ ხალვაში ყარამანიშვილების წინააღმდეგ და ქართულ სასამართლოში ქიბარ ხალვაშმა მოიგო ეს დავა. ამიერიდან ამ საქმეს ჰქვია “რუსთავი 2”, ესე იგი, “ნაციონალური მოძრაობა” საქართველოს წინააღმდეგ. ეს გადაწყვეტილება ნიშნავს გამოწვევას ქართული სასამართლოსათვის. აქ უკვე, როგორც მოპასუხე მხარე, ქართული მხარეა ჩართული და, შესაბამისად, იუსტიციის სამინისტრომ უნდა წარადგინოს მტკიცებულებები, რაც დაადასტურებს ქართული მართლმსაჯულების ობიექტურობას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

განცხადება გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამ საქმეში საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს.