საზოგადოება
დასავლეთის გავლენის აგენტები – ე. წ. ენ–ჯე–ოები და „სამოქალაქო სექტორი“ სააკაშვილის ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დასაცავად მასშტაბურ კამპანიას იწყებენ

   საქართველო, 8 მარტი, საქინფორმი. “რუსთავი 2”-ის საქმე და მედიაში არსებული ვითარება იყო 35-მდე ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციის – საქართველოში დასავლეთის გავლენის აგენტების შეხვედრის მთავარი თემა. „სამოქალაქო სექტორმა“, სოროსის ფონდმა და მათმა „გამჭვირვალე“ გრანტიჭამიებმა – „ლიბერასტებმა“ ამ მიმართულებით თავის მომავალ სამოქმედო გზებზე იმსჯელეს.

გადაწყდა, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, უახლოეს პერიოდში ისინი მოქალაქეების ინფორმირებას საქართველოს მასშტაბით დაიწყებენ და აგიტაცია–პროპაგანდისთვის რეგიონებში გავლენ.

ზემომითითებული დასავლური ფონდების გამყიდველი აგენტების აზრით, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ ტელეკომპანიაზე მიზანმიმართული შეტევა მიმდინარეობს და სტრასბურგის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების იმედი აქვთ. „სამოქალაქო სექტორი“, ანუ დივერსანტები, რომლებიც ძირგამომთხრელ ანტისახლმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან საქართველოში, უერთდებიან შაბათს, 14:00 საათზე დაგეგმილ “რუსთავი 2”-ის მხარდასაჭერ აქციას რუსთაველის პროსპექტზე – ეს კი თბილისელების უკმაყოფილებას იწვევს, რადგან ცენტრალური პროსპექტი ქალაქის ცენტრში და მიმდებარე ქუჩები კვლავ გადაიკეტება.