უცხოეთი
სააკაშვილი პირსისხლიანი ქართველი იანუკოვიჩია, რომელიც ქართველებს ხოცავდა და რომელიც ქართულ მართლმსაჯულებას უნდა გადავცეთ! - ლიაშკო

   საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. უკრაინის სახალხო დეპუტატი, რადიკალური პარტიის ლიდერი ოლეგ ლიაშკო აცხადებს, რომ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი ქართული მხარესთვის უნდა იქნას გადაცემული, რომ იგი ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს.

ამის შესახებ ლიაშკომ Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა.

მისი თქმით, იმ დროს როდესაც უკრაინა რუსეთისგან ვიქტორ იანუკოვიჩის გადაცემას ითხოვს, თავად იფარებს ქართველ სისხლიან იანუკოვიჩს, რომელიც, ლიაშკოს თქმით, ქართველებს კლავდა.

ორმაგი სტანდარტი! ჩვენ რუსეთისგან ვითხოვთ, რომ იანუკოვიჩი გადმოგვცეს, პარალელურად კი ვიფარებთ სისხლიან იანუკოვიჩს - სააკაშვილს, რომელიც ქართველებს კლავდა. ამ გასიებულს, საკუთარი ხალხის მკვლელს, უკრაინის მოქალაქეობა უნდა წავართვათ, რომელიც მას პოროშენკომ უკანონონოდ მიაკუთვნა და გადავცეთ იგი ქართულ მართლმსაჯულებას სამართლიანი სასამართლოსთვის“,-წერს ოლეგ ლიაშკო.

უკრაინელი დეპუტატის განცხადებას, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი გამოეხმაურა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა, ოლეგ ლიაშკო უკრაინული პოლიტიკის ტიპიური წარმომადეგნელია.

მისი თქმით, უკანასკნელი 25 წლის განმავლოაბში ლიაშკო უკრაინელ ოლიგარქებს ხმამაღლა არცხვენს, ამასთან, არ უჭერს მხარს კანონს რომელიც ოლიგარქების ზეშემოსავლების დასასრული იქნებოდა.

სააკაშვილის თქმით, ლიაშკო პოროშენკოსაც აკრიტიკებს, თუმცა მის ბიუჯეტს ყოველთვის უჭერს მხარს.

მისივე თქმით, ლიაშკო მას იანუკოვიჩს ადარებს, მაშინ როდესაც თავად იანუკოვიჩის მარჯვენა ხელისგან ჭამს პურს.

უკრაინიდან უნდა მომიშორონ? მალე უკრაინელი ხალხი, ჩემი დახმარებითაც, თავად მათ პოლიტიკას მოაშორებს“,-დაწერა სააკაშვილმა.