აქტუალური
ყოფილი პრემიერ-მინისტრი აგრძელებს ძლიერი გავლენის მოხდენას მთავრობასა და სასამართლოზე - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

   საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში “რუსთავი 2”-ის საქმეზე საკმაოდ მწვავე შენიშვნებია მოცემული.

წუხილები შენარჩუნდა ყველაზე მეტად ყურებად სატელევიზიო სადგურრუსთავი 2”-ში, ასევე სასამართლოს დამოუკიდებლობაში მთავრობის ჩარევის თაობაზე. ამ საქმეშირუსთავი 2” ამტკიცებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ივნისის გადაწყვეტილებაში მთავრობის მონაწილეობას, როდესაც ძალაში დატოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის ნოემბრის გადაწყვეტილება ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშისთვის კომპანიის მინიჭების თაობაზე, მთავრობის მტკიცების მიუხედავად, რომ საქმე კერძო მხარეებს შორის დავა იყო, მიჩნეულ იქნა, როგორც სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობარუსთავი 2”-ში, რომელიც მთავრობის მიმართ კრიტიკით გამოირჩევა“, - ნათქვამია ანგარიშში.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშზე ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა და, შესაბამისად, დოკუმენტში “რუსთავი 2”-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე ლაპარაკი არ არის. სამაგიეროდ, ლაპარაკია წინა ორი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის მონაწილეობაზე. ანგარიშში ყოფილი პრემიერ-მინისტრის კონკრეტული სახელი და გვარი მითითებული არ არის.

„მედია დამკვირვებლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ოპოზიცია ამტკიცებდნენ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი აგრძელებს ძლიერი გავლენის მოხდენას მთავრობასა და სასამართლოზე. მათ შორის, პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე სატელევიზიო სადგურ “რუსთავი 2”-ის მფლობელებთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია ანგარიშში.