საზოგადოება
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი და საელჩო საქართველოში "შეშფოთდნენ" "რუსთავი 2"-ის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით

   საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. შეერთებული შტატები შეშფოთებულია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგით. ეს განცხადება  აშშ-ის  სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტმენტმა სამაუწყებლო კომპანია ამერიკის ხმის კორესპონდენტის, სინდი სეინის შეკითხვას რუსთავი2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე შემდეგნაირად უპასუხა:

"შეერთებული შტატები შეშფოთებულია რუსთავი2-თან დაკავშირებით [საქართველოს] უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგით. [გადაწყვეტილებამ] შესაძლოა, შეზღუდოს ოპოზიციის ხმა ქართულ სამაუწყებლო მედიაში. პლურალისტური მედიაგარემო არსებითია საქართველოს დემოკრატიული ზრდისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისათვის. ვთხოვთ საქართველოს მთავრობას, გადადგას ნაბიჯები და უზრუნველყოს, რომ მედიაგარემო დარჩეს თავისუფალი, ღია და პლურალისტური."

„ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებით უყურებს უზენაესი სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შედეგს, რამაც შესაძლოა ფაქტიურად შეზღუდოს სამაუწყებლო მედიისადმი ოპოზიციური ხმის წვდომა. პლურალისტური მედია უმნიშვენოვანესია საქართველოს დემოკრატიული ზრდისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, მიიღოს ზომები, რათა უზრუნველყოს, რომ მედია გარემო დარჩეს თავისუფალი, ღია და პლურალისტური“, – ასევე ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაში უზენაესი სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ( 2 მარტი).