საზოგადოება
პრეზიდენტი მარგველაშვილი “რუსთავი 2”-ის საქმეზე საკონსტიტუციო და ევროსასამართლოს გადაწყვეტილებამდე სტატუს-კვოს შენარჩუნების ინიციატივით გამოდის

   საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ საქმე, რომელზეც, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, “რუსთავი 2”-ის მფლობელად ქიბარ ხალვაში გამოცხადდა, სტანდარტული დავა არ ყოფილა.

პრეზიდენტის განმარტებით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს მნიშვნელოვნად დააზიანებს. გიორგი მარგველაშვილი ქვეყნის შიგნით მედიასთან დაკავშირებული შეცდომების გამეორებას ხელისუფლებას არ ურჩევს.

“რუსთავი 2”-ის სტატუს-კვოს შენარჩუნების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მოწოდებას საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი კრიტიკით შეხვდა. უმრავლესობის ნაწილისგან განსხვავებით, “რუსთავი 2”-ის საქმის მაღალ საჯარო ინტერესზე ლაპარაკობდა გედევან ფოფხაძე.

პრეზიდენტის მოწოდებას საპარლამენტო ოპოზიცია იზიარებს, თუმცა ქვეყნის პირველ პირს დამოუკიდებელი ტელევიზიის გადასარჩენად კონკრეტული გეგმის წარმოდგენისკენ მოუწოდებს.

პრეზიდენტის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოება “რუსთავი 2”-ის საქმეს ყურადღებით აკვირდება.