საზოგადოება
ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ “რუსთავი 2”-ის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა

   საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. ოფიციალური შეტყობინება „რუსთავი 2“-მა სტრასბურგიდან 3 მარტს, საღამოს მიიღო.

„2017 წლის 3 მარტს სასამართლომ (მორიგე მოსამართლემ) გადაწყვიტა, გამომდინარე მხარეთა ინტერესებიდან და პროცედურათა სათანადო დაცვით, მიანიშნოს საქართველოს მთავრობას, 39-წესის თანახმად, რომ 2017 წლის 2 მარტის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება უნდა შეჩერდეს და ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს კომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ნებისმიერი გზით ჩარევისგან.

ეს ზომა არის დროებითი, 2017 წლის 8 მარტამდე.

მხარეთა ყურადღება გამახვილებულია იმ ფაქტზე, რომ თუ წევრმა სახელმწიფომ ვერ შეასრულა 39-წესით გათვალისწინებული ზომა, რაც შესაძლოა, მოიცავდეს კონვენციის 34-მუხლის დარღვევას.

ამასთან დაკავშირებით, მითითებულია დიდი პალატის 2005 წლის 4 თებერვლის განჩინების 128 და 129-პუნქტში, საქმეში "მამატკულოვი და აკსაროვი თურქეთის წინააღმდეგ", პრიორიტეტი.

სასამართლომ, ამას გარდა, გადაწყვიტა, პრიორიტეტი მიანიჭოს მომართვას 41-ე წესის თანახმად“, – აღნიშნულია ოფიციალურ შეტყობინებაში.