უცხოეთი
WSJ-მ აშშ–ის მიერ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ სამხედრო ძალის შესაძლო გამოყენებაზე მსჯელობის შესახებ შეიტყო

   საქართველო, 3 მარტი, საქინფორმი. ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ჩრდილოეთ კორეა და მისი ბირთვული პროგრამა ვაშინგტონისთვის „ყველაზე დიდ საფრთხეს“ წარმოადგენს,-ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CNN თეთრი სახლის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, 27 თებერვალს დონალდ ტრამპი ჩინეთის წარმომადგენელს შეხვდა და მას მოუწოდა, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ შესაბამისი ზომები მიიღოს.

"თქვენ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ უნდა იმუშაოთ", - ციტირებს CNN-ის წყარო აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვებს.

მანამდე, პენტაგონის ხელმძღვანელმა, ეშტონ კარტერმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პოტენციალი აშშ-ის "სერიოზულ საფრთხეს" უქმნის.

კარტერის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხე დაემუქრება, თავდაცვის დეპარტამენტი მზად არის ჩრდილოეთ კორეის რაკეტა ჩამოაგდოს.