აქტუალური
საქართველო: GEL მარტში „გამყარდა“, 2017 წლის იანვარში კი მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელმა 5.2 პროცენტი შეადგინა

   საქართველო, 2 მარტი, საქინფორმი. საქსტატის მონაცემები ეკონომიკის სამინისტროში შეაფასეს, სადაც ექსპორტის ზრდაზე და გაუმჯობესებულ ეკონომიკურ აქტივობაზე ამახვილებენ ყურადღებას.

საქსტატის ინფორმაციით, 2017 წლის იანვარში, 2016 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, 33%-ით არის გაზრდილი ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა.

„2017 წლის იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 5.2 %, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ასევე ძალიან დიდი ზრდა იყო ექსპორტში. ზოგადად რეგიონშიც უკვე ეკონომიკური მდგომარეობის თვალსაზრისით მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდება, რაც იმედის საფუძველს გვაძლევს, რომ საქართველოს ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებაზე დადებითი გავლენა იქნება შემდგომი თვეების განმავლობაში“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ.

რაც შეეხება ეროვნულ ვალუტას – ლარს (GEL), ბოლო ორი დრის განმავლობაში ის საგრძნობლად „გამყარდა“ აშშ დოლარსა და ევროსთან მიმართებაში. შესაბამისად, ლარის კურსმა შეადგინა:

2.48 GEL – 1$USA

2,61 GEL- 1 EUR