საზოგადოება
“ზღაპარი - საჩუქრად!”: გრიბოედოვის თეატრს მოლოკნების სათვისტომოს ბავშვები ესტუმრნენ

   საქართველო, 1 მარტი, საქინფორმი. გრიბოედოვის თეატრს მოლოკნების სათვისტომოს ბავშვები ესტუმრნენ, რომლებიც საგარეჯოს რაიონის სოფელ სათაფლეში (ყოფილი კრასნოგორკა) ცხოვრობენ. მათ გრიბოედოველთა ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი დადგმა - მუსიკალური ზღაპარი “ალისფერი ყვავილი” ნახეს. ბევრი ბავშვი თეატრში პირველად მოხვდა.

ამ ღირსშესანიშნავი დღის სამახსოვროდ “რუსულმა კლუბმა” მისი პრეზიდენტის ნიკოლაი სვენტიცკის ხელმძღვანელობით საჩუქრები მოამზადა - სერია “საბავშვო წიგნის” გამოცემები, ჟურნალის ნომრები, აგრეთვე “რუსული კლუბის” მიერ გამოცემული წიგნები. სპექტაკლის შემდეგ ყველამ სიხარულით გადაიღო ფოტოები გრიბოედოვის თეატრის მსახიობებთან ერთად. ყველიერის აღსანიშნავად “რუსულმა კლუბმა” ძვირფასი სტუმრები რუსულ რესტორან “კალინაში” სადილად მიიპატიჟა.

აქცია საქართველოს რუს თანამემამულეთა ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს მხარდაჭერით ჩატარდა. მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც გაიმართება.