სამართალი
ე.წ ციანიდის საქმე: ოპოზიცია ვითარებას ძალის დემონსტრირებას უწოდებს, მმართველი გუნდი კი ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს

   საქართველო, 1 მარტი, საქინფორმი. ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული მამა გიორგი მამალაძის დაკითხვის ფაქტს საპარლამენტო უმრავლესობა მნიშვნელოვნად მიიჩნევს. ამასთანავე, მმართველი გუნდის ლიდერები ამტკიცებენ, რომ საქმის მიმდინარეობის დროს უდანაშაულობის პრეზუმფცია არ დარღვეულა.

თუკი დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია, ასე თვლის თავად ბრალდებული, ასე თვლიან მისი ადვოკატები, რა თქმა უნდა, შეუძლიათ, სარჩელი ამ მიმართულებით ისევ სასამართლოში შეიტანონ“, - აცხადებს ზვიად ძიძიგური.

ხელისუფლების მიერ ეკლესიის საქმეებში უხეშად ჩარევაზე საუბრობენ საპარლამენტო ოპოზიციაში.

ხელისუფლება მოქმედებს საბჭოთა და თანამედროვე რუსული სახელმწიფოს მეთოდებით, რაც სიკეთეს არ მოუტანს ქვეყანას, სახელმწიფოს“, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრმა სერგო რატიანმა.

საქმის ირგვლივ არსებულ პასუხგაუცემელ კითხვებზე ამახვილებენ ყურადღებას “ნაციონალურ მოძრაობაში”.

„მამალაძის ჩვენება მნიშვნელოვანია და რატომღაც ძალიან დიდი ხანი მას არ ჩამოართვეს. თვითონ პროკურორების ეს გათავხედებული განცხადება, რომ კიდევ ვისაც გვინდა, დავაკავებთ, ცხადყოფს იმას, რომ შეჯიბრებითობის პრინციპი და უდანაშაულობის პრეზუმფცია საერთოდ დარღვეულია. ყველაფერი გაკეთებულია იმიტომ, რომ ძალის დემონსტრირება მოახდინოს ხელისუფლებამ, ეკლესიაზე პირველ რიგში. ეს ემსახურება დისკრედიტაციას, აქ სიმართლის დადგენის მცდელობა არ ჩანს“, - განაცხადა ნიკა რურუამ.