პოლიტიკა
აშშ-ის კონგრესი მზად არის, განაგრძოს საქართველოს აქტიური მხარდაჭერა დემოკრატიის განვითარებისა და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით –კონგრესმენები

   საქართველო, 28 თებერვალი, საქინფორმი. ამის შესახებ აშშ-ის კონგრესმენებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადეს.

კონგრესმენებმა პიტერ როსკამმა და დევიდ პრაისმა საქართველოს მთავრობის მეთაურს აშშ-ის კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს.

აშშ-ის კონგრესში ორივე პარტიის მხრიდან არსებობს ერთსულოვნება საქართველოს მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ჩვენი ჩამოსვლის მიზანი არის საქართველოს მთლიანობისა და დასავლური დემოკრატისადმი მისი ერთგულების, ასევე ამ მიმართულებით ყველა პოზიტიური ძვრის მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დადასტურება“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ კონგრესმენმა პიტერ როსკამმა.

ჩვენ უპირობო მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ ქვეყანას და დიდად ვაფასებთ საქართველოს დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნის მიმართ. ჩვენ გვსურს საქართველოს გაძლიერება ჩვენთვის ხელმისაწვდომი ყველა გზით“, - აღნიშნა კონგრესმენმა პრაისმა.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ასევე დაესწრნენ კონგრესმენები ადრიან სმიტი და გერი კონოლი, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იან კელი.