პოლიტიკა
საქართველოსა და სომხეთს აქვთ მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლური ურთიერთობა და ჩვენი მომავალი ურთიერთობა ამ საუკეთესო ტრადიციებზე უნდა ავაშენოთ - პრემიერი კვირიკაშვილი

   საქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ კარენ კარაპეტიანთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა.

სომხურ-ქართული ურთიერთობები ძალიან მაღალ დონეზეა, მაგრამ ჩვენ ასევე გვაქვს ძალიან დიდი პერსპექტივები. ჩვენ გარკვეული იდეებით ჩამოვედით და სიამოვნებით განვიხილავთ მათ თქვენთან ერთად. დარწმუნებული ვარ, ჩვენი შეხვედრა შედეგიანი და ნაყოფიერი იქნება. დიდი მადლობა იმ თბილი მიღებისთვის, რაც ჩვენს დელეგაციას მოუწყვეთ“, - მიმართა კარენ კარაპეტიანმა გიორგი კვირიკაშვილს.

მხარეებმა პირისპირ შეხვედრისას სხვადასხვა სფეროში ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და მეგობრული ურთიერთობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.