უცხოეთი
„ჩემთვის უფრო იოლი იყო რუსეთთან მიმართებაში მკაცრი კურსის არჩევა, მაგრამ მე ავირჩიე გზა, რომელიც აშშ–ის ინტერესებს პასუხობს“, – ტრამპი

   საქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი. აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წამყვანი ამერიკული მედია დაადანაშაულა იმაში, რომ პუბლიკაციები რუსეთთან მისი ადმინისტრაციის არარსებული კავშირების შესახებ ხელს უშლის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მოწესრიგებას. „პუტინი, შესაძლოა, თვლის რომ ჩემთან მოლაპარაკება აღარ შეუძლია, რადგან პოლიტიკურად ეს ძალიან არაპოპულარული იქნება პოლიტიკოსისთვის“, – განაცხადა ტრამპმა თავისი პრესკონფერენციის მიმდინარეობისას. მან განაცხადა, რომ მისთვის უფრო იოლი იქნებოდა რუსეთთან მიმართებაში მკაცრი კურსის არჩევა, მაგრამ მან აირჩია გზა, რომელიც, მისი აზრით, „აშშ–ის ინტერესებს პასუხობს“.

ტრამპის აზრით, აშშ–ს კარგი ურთიერთობები უნდა ჰქონდეს რუსეთთან, რადგან ორივე ქვეყანას ბირთვული იარაღი აქვს: „მე არაფერი გამიკეთებია რუსეთისთვის. თუ ჩვენ რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგებას შევძლებთ, ეს პოზიტიური იქნება“.