უცხოეთი
ტრამპმა ამერიკელი ხალხის მტერი უწოდა წამყვან ამერიკულ მედიას, რომელიც ხელს უშლის რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგებას

   საქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი. აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე კვლავ „ამერიკელი ხალხის მტერი“ უწოდა წამყვან ამერიკულ მედიას“ ტელეკომპანიებს NBS, IBS, CBS, CNN და გაზეთ New York Times–ს. „ფეიკების სიახლეების მედია – NBS, IBS, CBS, CNN და New York Times – ჩემი კი არა ამერიკელი ხალხის მტრები არიან!“ – დაწერა ტრამპმა. უწინ, გასულ კვირაში ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში თავისი მრჩევლის, მაიკლ ფლინის გადადგომის კომენტირებისას ტრამპმა მედიას უწესობისა და ფეიკების გავრცელების გამო უსაყვედურა. გარდა ამისა, ტრამპმა აღნიშნა, რომ პუბლიკაციები რუსეთთან მისი ადმინისტრაციის არარსებული კავშირების შესახებ ხელს უშლის „ურთიერთობების გაუმჯობესებას ორ ქვეყანას შორის“.