საზოგადოება
„ეკლესიის ისტორია არ იცნობს მსგავსი ტიპის კონფლიქტს!“ - გიორგი ანდრიაძე

   საქართველო, 23 თებერვალი, საქინფორმი. პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრი, თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ანდრიაძე აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საკითხებზე დაპირისპირება მართლმადიდებელ ეკლესიაში ჯერ არასდროს ყოფილა.

ეკლესიის ისტორია არ იცნობს მსგავსი ტიპის კონფლიქტს, როდესაც საქმე ეხება ადმინისტრაციულ მმართველ ორგანოებს. ეკლესიამ იცის კონფლიქტი და დაპირისპირება მხოლოდ სწავლებით საკითხებზე, დოგმატურ საკითხებზე. ის, რომ ეპისკოპოსი ედავებოდეს ეკლესიის მეთაურს, კათოლიკოს-პატრიარქს, რატომ გყავს ეს მდივან-რეფერენტი და სემინარიაში რატომ არის ეს რექტორიო, ასეთი რამე მსოფლიო ეკლესიის ისტორიამ არ იცის“, - აცხადებს გიორგი ანდრიაძე.

მისი აზრით, გრძელდება ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა წლების წინ წამოიწყო და ახლა უკვე შიდა დაპირისპირებაზე გადავიდა.

წლების განმავლობაში სხვადასხვა მეთოდით ხან კონსტიტუციურ შეთანხმებაზე მოახდენდნენ აპელირებას, ხან ეპისკოპოსების ჯიპებზე, სხვათა შორის, იმ ჯიპებზე, რომლებზე სხედან თქვენი კარგი რესპონდენტებიც და ..“, - აღნიშნა გიორგი ანდრიაძემ.

მისი აზრით, პატრიარქის გარემოცვისა და გუნდის ასე პირდაპირი ეთერით გამუდმებით “ლანძღვა” მიუღებელია.

ეს ძალები, ეს პიროვნებები, შეიძლება არიან მსხვერპლი გარკვეული პოლიტიკოსების ზეწოლისა და შეკვეთისა. სხვა ვარიანტში სრულიად წარმოუდგენელია, ავადმყოფი, ნაოპერაციები პატრიარქი ბერლინში იყოს და კურთხევის გარეშე გამოდიოდე 4-ჯერ, 5-ჯერ და 6-ჯერ“, - განაცხადა მან.

„სასულიერო პირები ერიდებიან, ისინი თქვენ გაგცემენ აკადემიურ პასუხს, ისინი არ ილაპარაკებენ ჟარგონებით, ვიღაცა ოქროს თევზია, ვიღაცას მხევალი ჰყავს და ა.შ. არ ამბობენ ამას და თითქოს დაჩაგრულები არიან და არიან ინფორმაციული შეტევისა და წნეხის ქვეშ ეს სასულიერო პირები“, - განაცხადა გიორგი ანდრიაძემ.