საზოგადოება
პრეზიდენტი მარგველაშვილი მამა გიორგი მამალაძის საქმეზე გაკეთებული განცხადებების გამო მმართველ გუნდს აკრიტიკებს

   საქართველო, 23 თებერვალი, საქინფორმი. „შეუძლებელია, შეცდომა არ დაგემართოს, როცა ხდება როლების და ფუნქციების არევა,“ - ასე აფასებს გადაცემა „არჩევანის“  პირდაპირ ეთერში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ე.წ. ციანიდის საქმეზე პოლიტიკოსთა განცხადებებს.

არაერთი ადამიანი, რომელსაც არანაირი კომპეტენცია არ გააჩნია ამ საქმეებზე სასაუბროდ, აკეთებს განცხადებებს და ეს განცხადებები ძაბავს საზოგადოებას“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა, რომლის თქმითაც, როდესაც ხდება პოლიტიკოსების პროკურორობა და პროკურორების პოლიტიკოსობა, შეცდომები გარდაუვალია“.

“არჩევანის” ეთერში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ე.წ. ციანიდის საქმეში მაღალჩინოსნების მხრიდან შეილახა უდანაშაულობის პრეზუმფცია. საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საქმის გამოძიებაში ორივე მხარე თანაბრად უნდა იყოს ჩართული.