პოლიტიკა
ყველა ვეტო, რომელიც იქნა დაძლეული დიდი წარმატებით, ან საკონსტიტუციომ შეაჩერა, ან თვითონ მთავრობამ - გიორგი მარგველაშვილი

   საქართველო, 23 თებერვალი, საქინფორმი. პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილი განცხადებით, რომელიც მან გადაცემა „არჩევანში” გააკეთა, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ცდილობს თუ არა უმრავლესობა მისი ყველა ვეტოს განზრახ დაძლევას. გიორგი მარგველაშვილის აზრით, ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, ქვეყანა და საზოგადოება ზარალდება.

ყველა ვეტო, რომელიც იქნა დაძლეული დიდი წარმატებით, ან საკონსტიტუციომ შეაჩერა, ან თვითონ მთავრობამ. ხომ შეიძლება, რომ დავფიქრდეთ და ვთქვათ - იქნება, მაინც ღირს, რომ უფრო ვესაუბროთ ერთმანეთს, იქნებ არ ღირს ეს რაღაცა  გალაშქრება ყველაფერ იმის წინააღმდეგ, რაც არ არის უნისონში შენ მიერ ჩამოყალიბებულ პოზიციასთან?“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მან ე.წ. მოსმენების კანონზეც ისაუბრა: „ამ კანონს, რომელიც დღეს არის წარდგენილი, მე 2 წლის წინ ვეტო დავადე. და მაშინაც დიდი მონდომებით, გეგონება, რაღაც კარგი კეთდებოდა, დაიძლია ვეტო“, - განაცხადა მარგველაშვილმა.