აქტუალური
სამართალდამცველები მამა გიორგის ეუბნებოდნენ, რომ ის პატრიარქის მოწამვლას აპირებდა - მიხეილ რამიშვილი

   საქართველო, 23 თებერვალი, საქინფორმი. მამა გიორგი მამალაძის ადვოკატის თქმით, პატრიარქის ჩამოსვლამდე ის დუმილის უფლებას იყენებდა. მიხეილ რამიშვილმა აღნიშნა, რომ დეკანოზის ადვოკატებმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრა მოახერხეს და საქმის გარკვეულ საკითხებზე ისაუბრეს.

რამიშვილის თქმით, პატრიარქს მამა გიორგის პოზიცია გააცნეს. მან, ასევე, აღნიშნა, რომ მამა გიორგი მამალაძის ბრალდებაში შორენა თეთრუაშვილის სახელი წერია და მოტივაციად ანგარება არის დასახელებული.

„არჩევანის“ ეთერში დეკანოზის ადვოკატმა აღნიშნა, რომ ოფიციალურ ბრალდებას მამა გიორგი მამალაძე უარყოფს.

„დაკავების შემდეგ, როდესაც გადაჰყავდათ მოდულის შენობაში, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები მას ეუბნებოდნენ, შენ იცი, რისთვის ხარ დაჭერილი... რამდენჯერმე გაუმეორეს, რომ ჩვენ ვიცით, რომ შენ აპირებდი პატრიარქის მოწამვლას“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.