აქტუალური
სამადაშვილი – ლავროვის წინააღმდეგ, ანუ რა შედეგი მოაქვს ქართველი პოლიტიკოსების მიერ რუსული ენის არცოდნას

   საქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი. “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის სალომე სამადაშვილის თქმით, შემაშფოთებელია ქართული მხარის დუმილი რუსეთის პირველი დიპლომატის მიერ მიუნხენის 53-ე კონფერენციაზე გაკეთებულ იმ განცხადებებთან დაკავშირებით, სადაც ლავროვი საქართველოს ტერორისტების მომზადებაში და 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში ადანაშაულებს.

რუსეთი ცალსახად ადანაშაულებს საქართველოს 2008 წლის ომში და შემაშფოთებელია, რომ ეს განცხადება უპასუხოდ რჩება დღეს. გვაქვს სერიოზული ვარაუდი, ვიფიქროთ, რომ რუსეთის საგარეო უწყების მსგავსი განცხადება რეალურად ცდილობს, ქართული მხარე ჩაითრიოს თანამშრომლობის იმ ფორმატებში, რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის უშიშროებას და თავდაცვას, რომელიც საზიანო იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის და რეალურად დაეხმარება რუსეთს საკუთარი ინტერესების გატარებაში ჩვენს ქვეყანაში“, - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

სინამდვილეში ლავროვს არაფერი ამდაგვარი არ უთქვამს, მან თქვა, რომ „რუსეთსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის შემსუბუქების პირობას წარმოადგენს ორი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობის აღდგენა“. რუსმა მინისტრმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაბრუნების შესაძლებლობას „რთული საკითხი“ უწოდა და აღნიშნა, რომ „ცოტა უცნაურია“ მასზე მსჯელობა თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში. „თუმცა ეს ასევე დაკავშირებულია უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობასთან, როცა არა მარტო ცენტრალური აზია, არამედ ამიერკავკასიაც იქცევა მარშრუტად, რომლის გამოყენებასაც ბოევიკები და ექსტრემისტები ცდილობენ“, – აღნიშნა ლავროვმა.

ასევე რფ–ის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეთაურმა ყურადღება მიაპყრო იმას, რომ ორ ქვეყანას შორის იზრდება საქონელმიმოქცევა, ავიარეისების რაოდენობა, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს „პრაქტიკულად ნებისმიერი მიზეზით“ შეუძლიათ რუსეთს ეწვიონ. თუმცა, ინგლისური ენის ცუდად მცოდნე ქართველმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც ქართულსაც საშუალოდ ფლობენ, რუსული კი სრულებით დაივიწყეს, ლავროვის სიტყვების ინტერპრეტირება მოახდინეს მხოლოდ მათთვის სასურველი მორიგი ანტირუსული პროვოკაციების თვალსაზრისით...