აქტუალური
„ის, რაც დღეს ხდება საპატრიარქოში, ეს არის შეთქმულება ეკლესიის წინააღმდეგ!“ - მეუფე ვახტანგი

   საქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი. ცურტაველი მიტროპოლიტი მეუფე ვახტანგი საპატრიარქოს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეკლესიის წინააღმდეგ შეთქმულებას უწოდებს.

რაც დღეს ხდება ეკლესიაში, ეს არის შეთქმულება ეკლესიის წინაშე, ეს არის და ეს. მაგრამ მადლობა ღმერთს, პატრიარქი კარგად არის, დაბრუნდა. ყველაფერი დალაგდება, გაირკვევა და ყველას თავისი ადგილი ექნება ამ ქვეყანაზე“, - განაცხადა მეუფე ვახტანგმა.

ნუ გავხადეთ მამა გიორგი მოწამე, არის ჩვეულებრივი რიგითი სასულიერო პირი, როგორც ყველა. ჩვენ ვერ დავადანაშაულებთ, მაგრამ ყველაფერი გაირკვევა“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.

გარდა ამისა, მან ჟურნალისტებს მოუწოდა, სენსაციებისგან თავი შეიკავონ.