საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი: მეუფეები ღიად საუბრობენ არსებული სირთულეების შესახებ, კარგი იქნებოდა, რომ პოლიტიკოსებიც ასე საუბრობდნენ

   საქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპატრიარქოს დატოვების შემდეგ განაცხადა.

„მე დავესწარი პატრიარქთან ერთად მეუფეებთან შეხვედრას, დავესწარი ძალიან ღია და საინტერესო დისკუსიას იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ეკლესიასთან მიმართებაში ვითარდება. მინდა გითხრათ შემდეგი: პატრიარქი ხელმძღვანელობს ამ მეტად მნიშვნელოვან შეკრებას, პატრიარქი და მეუფეები ძალიან ღიად საუბრობენ არსებული სირთულეების შესახებ, არის თათბირი, სადაც ყველას აქვს განსხვავებული აზრის და დისკუსიის შესაძლებლობა. ასეთი ღიაობა, დემოკრატიულობა თავისთავად კარგი დასანახავია, კარგი იქნებოდა, პოლიტიკოსებიც ასე ლაპარაკობდნენ. ჩვენ ვისაუბრეთ არსებული სირთულეების თაობაზე. ჩემი აზრით, ამ საუბრის შეჯამება მდგომარეობს შემდეგში: ჩვენ უნდა მივცეთ ყველა მხარეს შესაძლებლობა, დაამტკიცოს თავისი სიმართლე, ან თავისი ვერსიის სიმართლე, ჩვენ უნდა მივცეთ შესაძლებლობა სამართალდამცველ სტრუქტურებს, აკეთონ თავისი საქმე, პოლიტიკური ჩარევების გარეშე”, - განაცხადა პრეზიდენტმა.