უცხოეთი
რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი გაერო-ში ვიტალი ჩურკინი ნიუ იორკში თავისი 65 წლის იუბილის წინა დღეს გარდაიცვალა

  საქართველო, 21 თებერვალი, საქინფორმი. რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი გაერო-ში ვიტალი ჩურკინი გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყების ცნობით, ჩურკინი ნიუ იორკში მოულოდნელად გარდაიცვალა.

გაერო-ში რუსეთის ელჩს დღეს 65 წელი შეუსრულდებოდა. ის გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პოსტს 2006 წლიდან იკავებდა.