სამართალი
ბევრს ვერ წარმოუდგენია, პატრიარქი რატომ არ საუბრობს პროკურატურის ან საბრალდებო დასკვნის ენით - გია ვოლსკი

  საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პატრიარქის მიერ მამა გიორგი მამალაძის დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, სადაც ილია მეორე მომხდარს უცნაურსა და არანორმალურს უწოდებს, პარლამენტის ვიცე სპიკერი გია ვოლსკი ეხმაურება.

  „პატრიარქი სხვა ენით ლაპარაკობს, სხვა მესიჯით ლაპარაკობს და საზოგადოებაზე სხვა კუთხით ზრუნავს და ბევრს ვერ წარმოუდგენია, რომ პატრიარქი რატომ არ საუბრობს პროკურატურის ან საბრალდებო დასკვნის ენით. ან ვერ წარმოუდგენია, ან განგებ ითხოვს ასეთი ხარისხის დაძაბულობას. პატრიარქმა, აბა, სხვანაირად როგორ უნდა თქვას?“, - აცხადებს გია ვოლსკი.

  რაც შეეხება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ქვეყანამ ეროვნული ტრაგედია აიცილა თავიდან, დეპუტატი შეფასებას უკვე აღარ აკეთებს.

  „მე გაგეცით პასუხი სრული და თქვენ არ მოგწონთ ეს პასუხი“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.