პოლიტიკა
იენს სტოლტენბერგი: ჩვენ აღვნიშნეთ საქართველოს პროგრესი თავდაცვის რეფორმების იმპლემენტაციის კუთხით, რაც მდგრადი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს

  საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის მხარდამჭერი განცხადებები ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ შემაჯამებელ ბრიფინგზე გააკეთა. 

  „ჩვენ საქართველოსთან  მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს, რომელიც სხვადასხვა სფეროს და საკითხს მოიცავს. ეს პარტნიორობა ორმხრივია. ნატო საქართველოს უწევს დახმარებას თავდაცვის ინტიტუტების მშენებლობასა და რეფორმების განხორციელების პროცესში.  ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

  საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთადერთი პარტნიორი ქვეყანაა, რომელთანაც ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ჩატარდა. ჩვენ შევაფასებთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას ნატოში გაწევრიანების გზაზე. ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს უსაფრთხოებას და ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. 

  ნატოს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის მთავარი მიზანი საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და მდგრადობის გაძლიერება და ამ გზით ნატოში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებაა.