სამართალი
ისევ პრეზიდენტის კრიმინალი სიძე? – შატბერაშვილის ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა უწინდებურად მძიმეა

  საქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. დაჭრილს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.  ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, პაციენტი კლინიკაში მრავლობითი ჭრილობებით შეიყვანეს.

  „პაციენტს ჩაუტარდა კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევა. ინახა გულ-მკერდის ღრუ, იმის გამო, რომ მრავლობითი ჭრილობები იყო ფილტვზე, დაფლეთილი ჭრილობის გამო სისხლნაჟღენთები იყო მასობრივად, რაც ქმნის ასევე დამატებით რისკფაქტორს. მდგომარეობა რჩება ისევ მძიმე. ამჟამად რეანიმაციის განყოფილებაში იმყოფება მართვით სუნთქვაზე“, - განაცხადა ქირურგმა გიორგი გახარიამ.

  მკითხველს შევახსენებთ, რომ თბილისში, შატბერაშვილის ქუჩაზე გვიან ღამით დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს „BMW”-ს მარკის ჯიპს, საიდანაც პისტოლეტიდან საპასუხო სროლა გაისმა. პროკურატურის ინფორმაციით, თავდასხმა საქართველოს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს თანამშრომელზე განხორციელდა. არსებული ვერსიით, ეს იყო იმ კრიმინალური გარჩევის გაგრძელება, რომელსაც ადგილი ჰქონდა 11 იანვარს თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე, რომლის დროსაც გარჩევებში მონაწილე, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის სიძე – მინდია გოგოჭური, ასევე, ამ უკანასკნელის მეგობარი დაიჭრნენ.