პოლიტიკა
„სპეკულაციების უზარმაზარი ნაკადი“ – პრემიერ კვირიკაშვილის პირველი კომენტარი პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ

  საქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კლინიკაში პატრიარქთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და განმარტა, რომ ე.წ. ციანიდის საქმეს "უზარმაზარი სპეკულაციათა ნაკადი მოჰყვა”.

  "მინდა, პატრიარქს ვუსურვო ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე. ჩვენთვის არის ეკლესიის ერთიანობა უმნიშვნელოვანესი, ეკლესიის, როგორც სახელმწიფოს ძლიერებისთვის მნიშვნელოვანი ინსტიტუციის ერთიანობა. ამიტომ რაც მოხდა, იმაზე დეტალურ კომენტარს არ გავაკეთებთ, იმიტომ რომ უზარმაზარი სპეკულაციათა ნაკადი მოჰყვა. ვფიქრობ, რომ ეს არის უადგილო, ჩვენ გვინდა, ყველამ გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მუხტი ჩავაცხროთ, გამოძიებას მივცეთ საშუალება, რომ ყველაფერი დაადგინოს.

  მე ყველა დეტალს ვფლობ, როდესაც სასულიერო პირი მომწამვლელი ნივთიერებით კვეთს საზღვარს და მოდის იქ, სადაც პატრიარქი იმყოფება, რა თქმა უნდა, დიდი უბედურების თავიდან აცილებაზეა საუბარი. სავარაუდო მსხვერპლთა რაოდენობას და ვინაობას გამოძიება დაადგენს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.