უცხოეთი
პენტაგონის ხელმძღვანელი: რუსეთს ძალის პოზიციიდან უნდა ველაპარაკოთ

  საქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. CNN-ის ცნობით, ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე ბრიუსელში, ამერიკის თავდაცვის ახალმა მინისტრმა ჯეიმს მეტისმა განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები ძალის პოზიციიდან უნდა წარიმართოს.

  მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ გახსნილია მოსკოვთან თანამშრომლობისთვის, მაგრამ იმავდროულად აქვს რეალისტური მოლოდინები და რეკომენდაციები თავისი დიპლომატებისთვის მოლაპარაკებები ძალის პოზიციიდან აწარმოონ. 

  პენტაგონის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მოსკოვთან თანამშრომლობის მცდელობების პარალელურად, ნატო მზად უნდა იყოს თავი დაიცვას, თუკი რუსეთი საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ მოქმედებას გადაწყვეტს, მაგრამ "აშშ ძველებურად ტოვებს ღია არხებს პოლიტიკური თანამშრომლობისა და დაძაბულობის დეესკალაციისათვის", - თქვა ჯეიმს მეტისმა.

  ჯეიმს მეტისმა თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცების დროს სენატში განაცხადა, რომ რუსეთი აშშ-ისთვის მთავარი საფრთხეა.